ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა რეგიონებში - შიდა ქართლში 446 შემთხვევა გამოვლინდა



ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა რეგიონებში - შიდა ქართლში 446 შემთხვევა გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 340 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 956 შემთხვევა, აჭარა - 217, იმერეთი - 1 059, ქვემო ქართლი - 413, შიდა ქართლი - 446, გურია - 130, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 328, კახეთი - 492, მცხეთა-მთიანეთი - 109, სამცხე-ჯავახეთი - 119, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -71.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 266 საიდანაც: 6 666 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 555, აჭარაში - 554, იმერეთში - 1 445. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 645 პირი, მათ შორის, თბილისში - 623, აჭარაში - 129, იმერეთში - 508. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 334 პირი, მათგან თბილისში - 188, აჭარაში - 38, იმერეთში - 29. 1 242 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 807 - თბილისში, 245 - აჭარაში. 43 358 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 36 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 2.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 4 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 270 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 434 ადამიანი.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ