გორის მერს მოსწავლეებისთვის ახალი სასწავლო წლის დაწყება ამ დრომდე არ მიულოცავს - მილოცვები გაავრცელეს ქარელის, ხაშურის, კასპის მერებმა და რეგიონის გუბერნატორმა



გორის მერს მოსწავლეებისთვის ახალი სასწავლო წლის დაწყება ამ დრომდე არ მიულოცავს - მილოცვები გაავრცელეს ქარელის, ხაშურის, კასპის მერებმა და რეგიონის გუბერნატორმა

გორის მუნიციპალიტეტის მერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, ახალი სასწავლო წლის დაწყება პედაგოგებისთვის და მოსწავლეებისთვის ამ დრომდე არ მიულოცია. ხინჩეგასვილის სახელით მისალოცი წერილი ჯერ-ჯერობით არც მერიის და არც მის ოფიციალურ ფეისბუკის გვერდებზე არ გამოქვეყნებულა. ის არც იმ ღონისძიებებეზე გამოჩენილა , რომლებიც სკოლებში გაიმართა და რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.  გორის მერიის ფეუსბიკის ოფიციალურ გვერდზე მხოლოდ ამ შინაარსის პოსტი დევს.

 

მოგვიანებით კი გორის მერიამ გაავრცელა ფოტომასალა , რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეშია გადაღებული, სადაც მერის მოადგილეა ჩასული და ახალ სასწავლო წელს თამაზ შიოშვილი ულოცავს საზოგადოებას.

„დღეიდან სოფელ ქერეს ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა მოემსახურება. დღევანდელ დღეს ვულოცავ მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვეფერები პირველკლასელებს.
განათლების მიღების პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას. ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი როგორც განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ისე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა.
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა მოსწავლეს ვუსურვებ წარმატებულ, საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო წელს!" - აღნიშნა თამაზ შიოშვილმა.

2022-2023 სასწავლო წლისათვის სოფელ ურბნისის ახლადგარემონტებული საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა. ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს და პედაგოგებს მიულოცა ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა,საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ შუბითიძემ და ქარელის საგანმანათლებლო რესურსცერნტრის ხელმძღვანელმა გიორგი კობახიძემ. მოსწავლეებმა ანიმატორებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა გასართობ აქტივობებში.

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება  ხაშურის ილია ჭავჭავაძის N3 საჯარო სკოლიდან მიულოცეს.

„მიხარია რომ სწორედ, ამ სკოლის მოსწავლე ვიყავი, რამაც უდიდესი ცოდნა და გამოცდილება მომცა. ეს სკოლა ყოველთვის ამაყობდა პროფესიული პედაგოგიური კოლექტივით, რაც ძალიან დასაფასებელია, ვულოცავ ამ და ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა სკოლას ახალ სასწავლო წელს. წარმატების და წინსვლის წელი ყოფილიყოს-აღნიშნა თენგიზ ჩიტიაშვილმა. „მოსწავლეებო, მინდა თითოეულ თქვენგანს წარმატება ვუსურვო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი, თქვენი განათლება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ“-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა.  ახალი სასწავლო წლის დაწყების მილოცვებს შეუერთდნენ ხაშურის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად გოგუაძე და მესამე საჯარო სკოლის დირექტორი თამარ გაგლოშვილი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზვიად ქურდაძე და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან გამრეკელი. ღონისძიების ბოლოს, მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა პირველკლასელები საკლასო ოთახებამდე მიაცილეს და კიდევ ერთხელ წარმატება უსურვეს.

მისალოცი ტექსტი გაავრცელა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ.

,,ახალი სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს და პირველკურსელებს.  გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული თქვენთაგანისთვის. გახსოვდეთ, რომ ხართ ქვეყნის მომავალი და თქვენი განათლება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. დღეს კულტურის ცენტრის შენობის მიმდებარედ 16:00 საათზე, ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ საზეიმო კონცერტს გამართავს, რომელიც სპეციალურად მოვიწვიეთ რათა თქვენთვის საზეიმო განწყობა შეგვექმნა. გილოცავთ კიდევ ერთხელ! –“ წერია გავრცელებულ წერილში.

ახალი სასწავლო წლის დაწყება პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლიდან მიულოცა შიდა ქართლის გუბერნატორმა. მიხეილ შაყულაშვილ კასპის სოფელ კოდისწყაროში იმყოფებიდა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით კი მინდა მივულოცო შიდა ქართლში მცხოვრებ მოსწავლეებსა და პედაგოგებს. გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ წელს. სოფელი კოდისწყარო საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელია, აქ მცხოვრებ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. განათლების ხელიმისაწვდომობისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით დამატებით კიდევ 800 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა იგეგემება. აღნიშნული პროექტი შიდა ქართლის რეგიონშიც განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ კოდისწყაროს სკოლა სულ რაღაც ორი წლის წინ აშენდა, შენობა 60 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, შესაბამისად ჩვენს მოსწავლეებს კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გარემო აქვთ განათლების მისაღებად. “ - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ