ეროვნული ლიგის ჩემპიონატი განახლდა - გორის ,,დილა“ მეტოქეს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს



ეროვნული ლიგის ჩემპიონატი განახლდა - გორის ,,დილა“ მეტოქეს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს

უწყებათაშორისმა სააკოორდინაციო საბჭომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის განახლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილებით, დასაშვებია მაყურებლის გარეშე სპორტული ღონისძიებების ჩატარება. აღნიშნულ ღონისძიებებზე მონაწილეები დაიშვებიან სრულად ვაქცინირებიდან 14 დღის გასვლის შემდეგ ან ღონისძებამდე 72 საათით ადრე PCR ტესტის ან 24 საათით ადრე სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე.

12 სექტემბერს გორის ,,დილა“ მატჩს ,,ტორპედოსთან“ გამართავს. შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. თამაში საღამოს 8 საათზე დაიწყება. 

შეგახსნებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 12 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ