ხელთუბანში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს



ხელთუბანში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

პროექტის ღირებულება 943 800 ლარია.

დაგეგმილია როგორც შენობის სრული განახლება და კომუნიკაციების მოწყობა, ასევე, ეზოს მოწესრიგება.

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დასრულება სექტემბერში იგეგმება.

საბავშვო ბაღი 6 ჯგუფზეა გათვლილი. ახალ შენობაში სწავლას 200 - მდე აღსაზრდელი შეძლებს.

შენობაში რამდენიმე ათეული წლის წინ საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა. მას შემდეგ რაც აღნიშნულ ფართში სააღმზრდელო პროცესის გაგრძელებამ საფრთხე შეუქმნა ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობას, ბაღმა ფუნქციონირება დროებით, სოფლის ცენტრში არსებულ სხვა მუნიციპალურ ფართში გააგრძელა.

ამ ხნის განმავლობაში, უფუნქციოდ დარჩენილი ქონება გასხვისდა და ადგილობრივ თვითმართველობას მისი კერძო მესაკუთრისგან გამოსყიდვა მოუწია.

ხელთუბნისა და თორტიზის გასაყარზე მდებარე საბავშვო ბაღის შენობა რეაბილიტაციის შემდეგ, ორივე სოფლის პატარებს მოემსახურება.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ