კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა შემცირდა



კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა შემცირდა

კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა შემცირდა - პირველად, ბოლო 4 კვირის განმავლობაში, ბოლო 24 საათში გამოვლენილი შემთხვევები 1000-ს ჩამოსცდა. ყველა იმ ინდიკატორმა, რომელიც ვირუსის გავრცელების მასშტაბებს განსაზღვრავს, საგრძნობლად დაიწია, მაგალითად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6%-ს ჩამოსცდა და 5.5% შეადგინა. თუმცა, ქვეყანაში "კოვიდ-19-ით" გარდაცვალების  შემთხვევები კვლავ მაღალია.

დღის განმავლობაში შემცირებული სტატისტიკა აისახა როგორც სამედიცინო დაწესებულებებზე, მათ შორის, საველე ჰოსპიტლებზეც. თუ გასული დღეების განმავლობაში 90-ზე მეტი პირი რჩებოდა საველე ჰოსპიტალში, დღეს მხოლოდ 53 პაციენტი ჰყავთ.

"სტაციონარში მკურნალობას აგრძელებს 53 პაციენტი. მორიგეობის განმავლობაში გაეწერა 8 პაციენტი ბინაზე, რეფერალი არ განხორციელებულა. პაციენტების უმრავლესობა ჟანგბადდამოკიდებულია, თუმცა, მსუბუქი მიმდინარეობის პაციენტებიც არიან. დღეს ორშაბათია და დღეს ალბათ უფრო მეტი გაეწერება," აცხადებს ქავთარაძის საველე ჰოსპიტლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ ჩიქოვანი. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ