სეტყვამ კახეთის სოფლებში მოსავალი გაანადგურა



სეტყვამ კახეთის სოფლებში მოსავალი გაანადგურა

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ კახეთის სოფლები: წინანდალი, ვანთაბუშეტი და ქვემო ხოდაშენი დააზარალა.

სტიქიის შედეგად განადგურდა ვენახები, ხეხილი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურები. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ წელს ყურძნის მოსავლის გარეშე დარჩებიან.

უამინდობით გამოწვეულმა ნიაღვარმა სოფელი წინანდლის ცენტრალურ გზაზე ქვა-ღორღი ჩამოიტანა, რომლის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.

სტიქიისგან დაზარალებულ სოფლებში დილიდან მუშაობს თელავის მერიის მუდმივმოქმედი კომისია და ზარალს ითვლის.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ