"აიცერი და მოიგე" - ლატარიაში 8 გორელმა ფული მოიგო



"აიცერი და მოიგე" - ლატარიაში 8 გორელმა ფული მოიგო

"აიცერი და მოიგეს" პირველი გამარჯვებულები ცნობილია. გამარჯვებულების ვინაობა დღეს, 12:00 საათზე გამოვლინდა და მათ შესახებ ინფორმაცია საიტზე - Stopcov.lotto.ge-ზე განთავსდა.  გამოქვეყნებულ შედეგებში ჩანს, რომ ლატარიაში 8 გორელმა ფულადი პრიზი მოიგო. აქედან ერთმა 500, ხოლო დანარჩენმა 7 100-100 ლარი.  

ცნობისთვის, თუ ხართ აცრილი COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატით, თუნდაც ერთჯერადად, დღეიდან ფულის მოგების შანსიც გეძლევათ. ვაქცინირებული პირების წახალისების მიზნით ლატარია იწყება. ლატარიაში მონაწილეობას იღებენ როგორც 2021 წლის 13 სექტემბრამდე აცრილი მოქალაქეები, ასევე 2021 წლის 13 სექტემბრის შემდგომ აცრილი პირებიც.

კონკრეტული კატეგორიის ადამიანებისთვის ფულად ჯილდოებს ლატარიის კომპანია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით წლის ბოლომდე, ყოველდღიურად და ყოველკვირეულად გაათამაშებს. ჯამური საპრიზო ფონდი 2 მლნ 800 ათასი ლარია.

ლატარიის გათამაშებები გაიმართება ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge -ზე ყოველდღე, 12:00 საათზე, ხოლო ყოველკვირეული, ორშაბათს, ასევე 12:00-ზე.

ყოველდღიურად გათამაშდება 100 და 500 ლარი. ყოველკვირეულად გათამაშდება 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარი. შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს იქნება და საპრიზო ფონდი იქნება 100 000 ლარი. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ