დაუსაბუთებელი შემოსავლების გამო, "ალტ ინფო" 220 000 ლარით დაჯარიმდა



დაუსაბუთებელი შემოსავლების გამო, "ალტ ინფო" 220 000 ლარით დაჯარიმდა

აუდიტის სამსახურმა „კონსერვატიული მოძრაობა“ იგივე „ალტ-ინფო“ , 2022 წლის 6 ივნისს 220 000 ლარით დააჯარიმა - წერს ანტიკორუფციული მოძრაობა. 

მათი ცნობით, სანქციის მიზეზი ის დაუსაბუთებელი შემოსავლებია, რომლის წარმომავლობაც ვერ დგინდება.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 2022 წლის 1 ივნისს აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის სამსახურს განცხადებით მიმართეს, რათა მოქალაქეთა გაერთიანება „კონსერვატიული მოძრაობის“ შესაძლო უკანონო შემოწირულობით დაინტერესებულიყვნენ.

ანტიკორუფციულ მოძრაობაში ამბობენ, რომ საჭიროა გაგრძელდეს მუშაობა იმის დასადგენად, რომ დაკითხულ იქნას ყველა შემომწირველი, რომელიც დაუსაბუთებელ თანხებს სწირავს კონსერვატიულ მოძრაობას.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ