შიდა ქართლში „ვაქცინაციის მარათონი“ დაიწყო
დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, „ვაქცინაციის მარათონი“ დაიწყო. „ჩაერთე შენივე სოფლიდან“, -
მ კამპანიის ფარგლებში, პირველი ადგილი სოფელი კავთისხევია, სადაც მოქალაქეები დილიდან ამბულატორიაში კოვიდვაქცინით იცრებიან.
მარათონი შიდა ქართლის ოთხ სოფელს მოიცავს და მიზანი იმუნიზაციის პროცესის გააქტიურებაა.
მარათონს წინ უძღოდა საინფორმაციო შეხვედრები სოფლების მოსახლეობასთან.
კამპანია, თვის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით, 50-მდე სოფელში განხორციელდება.
50 ათასამდე ადამიანს საშუალება ექნება, სანდო და კვალიფიციური ინფორმაცია დარგის წამყვანი სპეციალისტებისგან მიიღოს და,
სურვილის შემთხვევაში, ადგილზე აიცრას. ამ დრომდე, სულ ქვეყანაში 1 914 269 აცრა გაკეთდა.
საქართველოში კორონავირუსის 664 813 შემთხვევაა დადასტურებული.
მათ შორის გამოჯანმრთელდა 614 855, გარდაიცვალა 9 510 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.
ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.
3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.
ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.