შრომის ინსპექტირების სამსახური ქვეყნის მასშტაბით ყველა სამედიცინო დაწესებულებას შეამოწმებს



შრომის ინსპექტირების სამსახური ქვეყნის მასშტაბით ყველა სამედიცინო დაწესებულებას შეამოწმებს

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების სამსახური ქვეყნის მასშტაბით ყველა სამედიცინო დაწესებულებას შეამოწმებს. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების სამსახურმა სამედიცინო პერსონალზე თანხის არათანაბარი გადანაწილებისა და შვებულება/ბიულეტენის აუნაზღაურებლობის მიმართულებით, 111 კოვიდკლინიკიდან უმრავლესობაში დარღვევები გამოავლინა. 

„ჯერ სრულად უნდა გავაანალიზოთ პრობლემები, რა ტიპის პრობლემა გვხვდება ამა თუ იმ კლინიკაში, რაც შესაძლოა, გახდეს საფუძველი არა მხოლოდ კოვიდკლინიკების, არამედ ზოგადად ყველა კლინიკის შესწავლის. ვგეგმავთ კიდეც ამას, რომ ყველა კლინიკა შევისწავლოთ იქ არსებული შრომითი ურთიერთობების თვალსაზრისით. საბოლოო სურათის შესაბამისად, ალბათ, სამინისტროში გარკვეული მსჯელობა იქნება ამ პრობლემების გადაწყვეტასთან დაკავშირებით. თუმცა, ამ ეტაპზე არ შემიძლია ვარაუდი გითხრათ, მინიმალური ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით იქნება თუ არა მსჯელობა. ცხადია, ჩვენ სამინისტროს გავაცნობთ ამ პოზიციებს. უშუალოდ პოლიტიკის განსაზღვრა კი შემდგომი პროცესია, რომელიც შრომის ინსპექციის კომპეტენცია ვერ იქნება“, - განაცხადა შრომის ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ