„ენერგო-პრო ჯორჯია” არჩევნების დღეს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს



„ენერგო-პრო ჯორჯია” არჩევნების დღეს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

„ენერგო-პრო ჯორჯია”-ს  ინფორმაციით, არჩევნების დღეს კომპანია საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.

კომპანიის სპეციალურად დანიშნული მორიგე ჯგუფები სრულ მზადყოფნაში განლაგებულები იქნებიან ყველა იმ რაიონში, სადაც არჩევნები ტარდება. ამასთან, მობილიზებული იქნება სპეციალური ტექნიკაც.

„კომპანიის პასუხისმგებელი პირების სია და საკონტაქტო ნომრები უკვე გადაეგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მთავარი დისპეტჩერი იქნება პირდაპირ კავშირზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებლთან. აგრეთვე, მორიგე ტექნიკურ ჯგუფებს პირდაპირი კავშირი ექნებათ საარჩევნო უბნებთან.

რომ თუ უამინიდობის ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო, რომელიმე უბანზე მოხდება ელექტროენერგიის ავარიული შეზღუდვა, კომპანიის ტექნიკური სამსახური მოახდენს სწრაფ და ოპერატიულ რეაგირებას, რათა არ შეფერხდეს საარჩევნო პროცესი“, - აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯია“-ში.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ