iOS 15-ის ოფიციალური ვერსია უკვე ხელმისაწვდომია
Apple-მა ახლახან წარადგინა iOS 15-ის საბოლოო ვერსია. მისი გადმოწერა სრულიად უფასოა და მუშაობს როგორც iPhone 6s-ზე, ისე შემდგომ მოდელებზე – მათ შორის, iPhone SE თაობებზე და უახლეს iPod touch-ზე.
iOS 15-ის ყველაზე დიდ ცვლილებას ფოკუსირების რეჟიმი წარმოადგენს. გარდა, “Do not disturb”-ისა, შეგიძლიათ, სხვადასხვა რეჟიმი დააკონფიგურიროთ – აირჩიოთ პროგრამები და ადამიანები, რომელთაგანაც გსურთ შეტყობინების მიღება. ამასთანავე, ფოკუსი იმის მიხედვით იცვლება, თუ რას აკეთებთ. მაგალითად, შესაძლებელია სამუშაო რეჟიმის, ძილის რეჟიმის, ვარჯიშის რეჟიმის და ა. შ. დაყენება.
გარდა ამისა, ახალი iOS ვერსია ტექსტის შემცველ ფოტოებს სკანირებას უკეთებს. ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, აირჩიოთ, დააკოპიროთ და ჩასვათ ტექსტი თქვენს ფოტოებში. როგორც ეფლი აანონსებს, შესაძლოა, აღნიშნული მახასიათებელი Spotlight-ისთვისაც იქნას გამოყენებული.
1. სივრცული აუდიო. მიკროფონის სხვადასხვა რეჟიმები. (იმუშავებს A12 Bionic პროცესორებზე და უფრო ახლებზე)
2. პორტრეტის რეჟიმი. პორტრეტის რეჟიმი შეგიძლიათ ვიდეო ზარების დროს გაააქტიუროთ.
3. ხმის იზოლაცია. საუბრის დროს iOS 15 მიხვდება ზედმეტ ხმაურს და მათ თავისით ჩაახშობს.
4. ფართო სპექტრის რეჟიმი. ამ დროს შეგიძლიათ უკანა ფონზე მუსიკა ჩართოთ, თანამოსაუბრე გაიგებს თქვენს საუბარსაც და მუსიკის ხმასაც.
5. FaceTime-ში თანამოსაუბრის ჩვენება. ახალ ფორმატში ჯგუფური ზარის დროს გამოჩნდება 6 ადამიანი, ხოლო სპიკერი გამოყოფილი იქნება.
6. ჩატში მოწვევა. ჯგუფში მოწვევით შეგიძლიათ Android ან Windows მომხმარებელიც მოიწვიოთ.
7. FaceTime-ის ინტეგრაცია კალენდართან. შეგიძლიათ დაგეგმოთ ჯგუფური ზარი და შეინახოთ შეერთების ბმული გაზიარებულ კალენდარში.
8. ხმის ჩართვის გაფრთხილება. საუბრის დროს თუ გათიშეთ მიკროფონი და შემდეგ ისე დაიწყეთ საუბარი რომ მისი ჩართვა დაგავწიყდა, iOS 15 გეტყვით რომ მიკროფონი გამორთულია.
9. SharePlay FaceTime-ის ზარების დროს. ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ გააზიაროთ აუდიო და ვიდეო შინაარსი ჯგუფური ზარების დროს.
10. ეკრანის გაზიარების შესაძლებლობა SharePlay– ის საშუალებით და კიდევ ბევრი სიახლე.