გორში, კიდევ ერთი ბუნებრივსაფრიანი მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს



გორში, კიდევ ერთი ბუნებრივსაფრიანი მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორში, კიდევ ერთი ბუნებრივსაფრიანი მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 
 ახალ ბაღში მდებარე მოედანს გორის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერთობლივად კეთილმოაწყობენ. 

გორის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უკვე არაერთი წელიწადია ნაყოფიერად თანამშრომლობენ. 


 სწორედ მათი თანამშრომლობის შედეგად, განხორციელდა ,,ქართლის" სტადიონის სრული რეაბილიტაცია და მოეწყო განათება საფეხბურთო კლუბ ,,გორის" ხელოვნურსაფრიან მოედანზე.


 „სასიხარულოა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია ასე კარგად თანამშრომლობენ. რეგიონებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ფეხბურთის ფედერაციის  და მისი თავკაცის ლევან კობიაშვილის მხარდაჭერა მუდამ საგრძნობია. 
საზოგადოდ, ჩვენს ქალაქზე და საფეხბურთო კლუბზე, დადებითად აისახა ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამა. სამომავლოდ, მისი გაგრძელება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთისთვის, მეტადრე რეგიონებში. ამჟამად, გორში, ახალ ბაღში მიმდინარე პროექტი, ისევე, როგორც აქამდე განხორციელებული პროექტები სასიკეთო ზეგავლენას მოახდენენ სპორტის და კერძოდ ფეხბურთის პოპულარიზაციაზე და ხელს შეუწყობენ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას მომავალ თაობაში" - თქვა საფეხბურთო კლუბ გორის დირექტორმა გია ისიანმა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ