"გახარია თავის გუნდთან ერთად ჩაფლავდა“ - ,,ქართული ოცნების“ წევრი



"გახარია თავის გუნდთან ერთად ჩაფლავდა“ - ,,ქართული ოცნების“ წევრი

"ქართული ოცნების" წევრი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, მიშა გოგინაშვილი, facebook-ზე პოსტს ავრცელებს და გიორგი გახარიას ახალ გუნდს ეხმაურება.

"გახარია თავის გუნდთან ერთად ჩაფლავდა. ძალაუფლების პიკში ყოფნის დროს, თანაც სხვა გუნდთან ყოფნისას მოპოვებული რეიტინგი(როდესაც უზარმაზარი რესურსი პოლიტიკური, ადამიანური ლანგრით მოგართვეს და არ გიბრძოლია) გგონია შენი, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომაა დასაწყისშივე.

სრულიად უშინაარსო გამოსვლა პრეზენტაციაზე. გაჟღერებული ფრაზები "კორუფცია", "თანასწორობა" და "არავის წინააღმდეგ" საფუძველშივე არაფერზეა დაფუძნებული და საკუთარი წარსულის, მოღვაწეობის მედლის მეორე მხარეს წარმოადგენს. "მე თქვენ დაგამთავრებთ" რამაც ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია და ძლიერი მმართველის მოპოვების იმიჯზე იყო გათვლილი აბსოლიტური ტყუილი აღმოჩნდა, რადგან "არავის წინააღდეგ" გამორიცხავს "მე თქვენ დაგამთავრებთ".

კორუფციაზე საუბარი არასწორად და არამიზნობრივად იყო ჩაკვეხებული, რადგან აღმასრულებელ ხელისუფლებაში პირველი კაცი იყო, მისი გუნდის წევრებიც რეგიონებში გუბერნატორების პოზიციებზე იყვნენ და არავის ახსოვს ფაქტი ან ფაქტზე დაფუძნებული თუნდაც ერთი პრინციპული პოზიცია კორუფციასთან მიმართებაში.

თანასწორობა კი საერთოდ ღიმილის მომგვრელია, ვისაც კი რაიმე შეხება ჰქონია მისი გუნდის წარმომადგენლებთან. მისი დაბრუნება აბსოლიტური ძალაუფლებისკენ ლტოლვაა, რომლის ნიშანია (სხვა დეტალებთან ერთად) გუნდიდან გაქცევა (რომელმაც მოგცა ყველა ინსტრუმენტი ყოფილიყავი წარმატებული თანაბარ პოლიტიკურ ფიგურებთან ერთად) და სურვილი დაბრუნდე ხელისუფლებააში საკუთარ გუნდთან ერთად, სადაც ნიშანიც კი არაა თანაბრობის.

ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ წლების მანძილზე კარგად შეფუთულ საკუთარ გუნდს ასაღებდე ქართულ ოცნებად, ნერგავდე ქართულ ოცნებაში საკუთარი გუნდის წევრებს და ქართული ოცნების ხარჯზე იხვეჭდე რეიტინგს თუ პოლიტიკურ დივიდენდებს ესაა პოლიციური მეთოდი და მას "ჩანერგვა" ეწოდება" – წერს გოგინაშვილი facebook-ზე

ასევე შეგიძლიათ იხილოთ