ზაზა გახელაძე ლადო ხინჩეგაშვილის კრიტიკოსებს მიმართავს
"როგორ დაუმსახურებლად ლანძღავენ უპატიოსნეს ნამდვილ ვაჟკაცს ლადო ხინჩეგაშვილს – მინდა ამ ხალხს ვუთხრა თქვენ, რომ სახლებში იჯექით ეს კაცი გვეხმარებოდა არაერთი გატაცებული ქართველის გათავისუფლებაში",- წერს ზაზა გახელაძე "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე.
მისივე თქმით,ლადო რომ არა შეიძლება ბევრი დღემდე დაკავებული ყოფილიყო.
"ვუყურებ და გული მტკივა, როგორ შეუძლია ამ ხალხს ასეთი დამსახურებების კაცი ასე გაიმეტონ, ისიც კი თქვეს ახლა გაახსენდა საოკუპაციო ხაზი არჩევნებში რომ დასჭირდაო. მინდა ამ ხალხს ვუთხრა, თქვენ რომ სახლებში იჯექით ეს კაცი რეალურად გვეხმარებოდა არაერთი გატაცებული ქართველის გათავისუფლებაში მონაწილეობდა და ამას ყველასგან ჩუმად დიდი ხმაურის გარეშე აკეთებდა.
აქ მცხოვრებმა ხალხმა კარგად ვიცით ლადოსი და მთელი ჭიდაობის ოჯახის დამსახურება და ყოველთვის მადლობლები ვიქნებით. პირადად ლადოს დახმარება, რომ არა შეიძლება ბევრი დღემდე დაკავებული ყოფილიყო. ასე რომ სანამ კაცზე ცუდს იტყვით ჯერ კარგად გაიგეთ რა გაუკეთებია ხალხისა და ქვეყნისთვის",- წერს გახელაძე.