კასპის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მოსწავლეების მშობლებს რეგულაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს



კასპის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მოსწავლეების მშობლებს რეგულაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს

პირისპირ სწავლების აღდგენის გამო კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ნათია ილურიძე ეპეპიდემიური მდგომარეობის ფონზე, სასკოლო სივრცეში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, მშობლებს რეკომენდაციების დაცვას ურჩევს.

,,ძვირფასო მშობლებო თქვენი როლი უმნიშვნელოვანესია, რადგან უნდა გაითვალისწინოთ:

🔸ყურადღებით გაეცანით სკოლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.

🔸სკოლაში წასვლამდე აკონტროლეთ მოსწავლის ტემპერატურა და 37 და მეტის დაფიქსირების შემთხვევაში არ გაუშვათ სკოლაში.

🔸ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად შეატყობინეთ სკოლას.

🔸უზრუნველყავით მოსწავლის დროული გამოცხადება სკოლაში.

🔸 სკოლაში ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყავით მოსწავლის სკოლიდან წაყვანა.

🔸დაესწარით სკოლის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრებს.

🔸ვინაიდან შეჩერებულია კვების ობიექტების ფუნქციონირება, სურვილის მიხედვით უზრუნველყავით მოსწავლე საკვებით.

მშვიდობას გისურვებთ ❤ საჭიროების შემთხვევაში, დამიკავშირდით.“ - წერს კასპის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნათია ილურიძე.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ