გაძარცვულია სამი სოფლის სასაფლაო
ლანჩხუთში, ნიგოითის თემის რამდენიმე სოფელში, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა სასაფლაოები გაძარცვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ,,გურიანიუსი“ ავრცელებს.
ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის გიგა დოლიძის ინფორმაციით, გაძარცვულია სამი სოფლის სასაფლაო.
„სამწუხაროდ, ეს ფაქტი სიმართლეს შეესაბამება. გაძარცვულია ქვიანის, ჭონაგორისა და ნიგოითის სოფლის სასაფლაოები, საიდანაც მოხსნილია და წაღებულია ალუმინის მასალები“, _ გვითხრა გიგა დოლიძემ.
მისივე საუბრიდან ირკვევა, რომ სოფელ ქვიანში ასევე გაძარცვულია ეროვნული გმირის, შინდისში დაღუპული რუსლან წულაძის საფლავიც.
ჩვენი ინფორმაციით, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.