სხვადასხვა დასახელების10 ხორცპროდუქტში დარღვევა დაფიქსირდა - სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, სხვადასხვა დასახელების 10 ხორცპროდუქტში, ქათმის ხორცის შემცველობა გამოავლინა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ეტიკეტზე არ იყო მითითებული. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად, სხვადასხვა დასახელების 10 ხორცპროდუქტში (სოსისი „სპეც ივერია ვაკე“, სოსისი „ივერია სპეცი“, „მოხარშული ძეხვი მონადირული“, ძეხვი „ჩორიზო ნ/შ“, სოსისი „ფრანკფურტერი ექსტრა“, სოსისი „პეპერონი შებოლილ-მოხარშული“, სოსისი „ივერია ექსტრა“, „ააშიშხინე დელიკატესი“, შაშხი „ბავარიული მოხარშულ-შებოლილი “, სოსისი ივერია ,,ტკაცუნა") გამოვლინდა ქათმის ხორცის შემცველობა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ეტიკეტზე არ იყო მითითებული.
დარღვევის ყველა ფაქტთან დაკავშირებით სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები,"- აღნიშნულია განცხადებაში.