72 წლის ასაკში ტიტულოვანი სპორტსმენი სევრიან (სერგო) ქარელი გარდაიცვალა



72 წლის ასაკში ტიტულოვანი სპორტსმენი სევრიან (სერგო) ქარელი გარდაიცვალა

72 წლის ასაკში ტიტულოვანი სპორტსმენი სევრიან (სერგო) ქარელი გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტომ გაავრცელა.

,,გორის სპორტულმა საზოგადოებამ და საზოგადოდ გორმა დიდი დანაკლისი განიცადა, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა ტიტულოვანი სპორტსმენი, ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი სამბოში, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის არაერთგზის ჩემპიონი სამბოსა და ძიუდოში - სევერიან (სერგო) ქარელი. " - აღნიშნულია განცხადებაში.  

სერგო ქარელი წარმატებული კარიერის შემდეგ, წლების მანძილზე მუშაობდა გორის სპორტულ დაწესებულებებში სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე. იყო საქართველოს და ყოფილი საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი, გორის საპატიო მოქალაქე, ბოლო ხანს საქმიანობდა გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის რაიონული სასწავლო პროცესის ზედამხედველის პოზიციაზე. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ