გორელი მოჭიდავეები ტურნირიდან 19 მედლით დაბრუნდნენ
კასპში, 26-27 სექტემბერს, გაიმართა გიორგი დათაშვილის ხსოვნის პირველი მემორიალური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, ორ ასაკობრივ კატეგორიაში - 2008-2009 წწ და 2010-2011 წწ დაბადებულებს შორის.
მასში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქის გუნდებთან ერთად, მონაწილეობას იღებდა, გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის მოჭიდავეებით დაკომპლექტებული გუნდი.
ორივე ასაკობრივ კატეგორიაში, გორელმა მოჭიდავეებმა - 3 პირველი, 9 მეორე და 7 მესამე ადგილის დაკავება შეძლეს.
პირველი ადგილი: გიორგი სომხიშვილი (26 კგ), გიორგი ქარელი (36), ამირან გერმანოზაშვილი (48).
მეორე ადგილი: ნიკოლოზ გაგლოშვილი (29), თორნიკე დვალიშვილი (32), ალექსი დოლაბერიძე (35), საბა ბითარაშვილი (38), ივანე გოგშელიძე (44), ყარამან საათაშვილი (44), ნიკა რამიშვილი (48), ერეკლე ქართველიშვილი (48), გიგი ვანიშვილი (52).
მესამე ადგილი: ლადო ტაბატაძე (35), რატი ბერიძე (41), გიორგი კურტანიძე (41), გიორგი ხოსროაშვილი (41), გიორგი ბარამაშვილი (44), დემეტრე ბოლოთაშვილი (68), ნიკა მაისურაძე (85).