ხაშურსა და ქარელში მეორე ტურები ,,ქართული ოცნებისა“ და ,,ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატებს შორის გაიმართება
ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, ხაშურსა და ქარელში მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო . ჯამში, 46 უბნიდან დათვლილი ხმების მიხედვით ხმები ასე გადანაწილდა: იოსებ ბუაძე ,,ნაციონალური მოძრაობა“ - 35.53%, თენგიზ ჩიტიაშვილი ,,ქართული ოცნება“ - 44.29%, ზვიად ტეფნაძე ,,გახარია-საქართველოსთვის“- 17.58%, სამსონ (სოსო) ხითარიშვილი ,,დამოუკიდებელი კანდიდატი“ - 2.39%. რაც შეეხება ქარელს, არჩევნებში მიღებული ხმები ამ დროისტვის ასა გადანაწილებული: ზაზა გულიაშვილი ,,ქართული ოცნება“ 45.77%, ნიკოლოზ ახალკაცი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 33.59%, გენადი ჩუტკერაშვილი ,,ლელო“ – 11.48%, ვახტანგ გოგიჩაშვილი ,,გახარია-საქართველოსთვის“ -7.72%, ზვიად მექვაბიძე ,,თავისუფალი საქართველო“ – 1.44%.