გორში, იძებნება ძაღლი, რომელიც მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოდან გაექცათ



გორში, იძებნება ძაღლი, რომელიც მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოდან გაექცათ

შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოში, გასასტერილებლად მიყვანილი ძაღლი გაექცათ - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი, თამარ გოგალაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და პოსტს ცხოველის სურათსაც ურთავს.  ის ძაღლის მოსაძებნად დახმარებას საზოგადოებას სთხოვს და სავარაუდო ლოკაციასაც უთითებს. ამავე წერილიდან ირკვევა, რომ მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოდან ეს ძაღლების გაქცევის პირველი შემთხვევა არ არის.

,,ვეძებთ დალი მძინარაშვილის მიკედლებულ ცუგას. გორში, სავარაუდო ლოკაციად ორთაშენი და კომბინატის დასახლება მოიაზრება, სადაც შეიძლება იყოს ძაღლი. შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოში გაატანა მიმკედლებელმა, გასასტერილებლად და ძაღლი სააგენტოდან გაექცა ჰამლეტ ასანიძეს. მერამდენე ძაღლი უნდა დაკარგო?  სანამ ვინმე არ აგხევს შუაზე, არ დაანებებ თავს იმ საქმეს, რომლის აზრზეც საერთოდ არ ხარ? დაეგდე სახლში რაა. “ - წერს გოგალაძე სოციალურ ქსელში.

იგი დახმარებას სააგენტოს უფროსის მოადგილე, თამარ აფციაურსაც სთხოვს და მოუწოდებს, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები თანამშრომლების მისამართით, რათა მსგავსი ფაქტები თავიდან იქნას აცილებული.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ