დღეიდან ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო



დღეიდან ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

ზოგადი განათლების I-XII კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე I-XII კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო:

ა) გამოცდაზე ექსტერნად რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა 2021 წლის 4 ოქტომბრიდან 2021 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი;

ბ) გამოცდის ჩატარების ვადად დადგინდა 2021 წლის 15 ოქტომბრიდან 2021 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი.

დეტალური ინფორმაციისთვის მსურველებმა უნდა მიმართონ სკოლას, სადაც სწავლობენ/სწავლობდნენ ან სურთ ექსტერნის გამოცდების ჩაბარება.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ