Facebook-ის, Messenger-ის, Whatsap-ისა და Instagram-ის მუშაობაში გლობალური შეფერხება დაფიქსირდა
კომპანია Facebook-ის კუთვნილ აპლიკაციების, Facebook-ის, Messenger-ის, Whatsap-ისა და Instagram-ის მუშაობაში გლობალური შეფერხება დაფიქსირდა.
ამ მომენტისთვის უცნობია, თუ რა გახდა სოციალური ქსელების შეფერხების მიზეზი.
Facebook-ი სოციალური ქსელის პრობლემებს Twitter-ზე გამოეხმაურა.
"ჩვენთვის ცნობილია, რომ ზოგიერთ ადამიანს აქვს ჩვენს აპლიკაციებსა და პროდუქტებზე წვდომის პრობლემა. ვმუშაობთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას. ბოდიშს ვიხდით შეფერხებისთვის." - ნათქვამია Facebook-ს განცხადებაში.