უკრაინის ორ ქალაქში საომარი მოქმედებები დროებით შეწყდა და მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნა

BOG


უკრაინის ორ ქალაქში საომარი მოქმედებები დროებით შეწყდა და მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნა

უკრაინა ორ ქალაქში ცეცხლის დროებით შეწყვეტასა და ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას ადასტურებს. დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პავლო კირილენკოს ინფორმაციით, მარიუპოლსა და ვოლნოვახში ჰუმანიტარული დერეფნები ადგილობრივი დროით 09:00-ზე გაიხსნა.

მისი თქმით, ადგილობრივი ადმინისტრაციები ახლა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმის დეტალებზე მუშაობენ.

ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განაცხადა, რომ უკრაინის ორ ქალაქს ჰუმანიტარული დერეფნები გაუხსნეს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ