მხოლოდ პერსონალურად,პიროვნულად! ლადო ხინჩეგაშვილს ვუსურვებ წარმატებებს - კონსტანტინე ანანიაშვილი



მხოლოდ პერსონალურად,პიროვნულად! ლადო ხინჩეგაშვილს ვუსურვებ წარმატებებს - კონსტანტინე ანანიაშვილი

გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ,,გახარია-საქართველოდან“ კონსტანტინე ანანიაშვილი ვლადიმეს ხიეგაშვილს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავ. გარდა ამისა, ანანიაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ ისინი აქტიურად აგრძელებენ ბრძოლას უკეთესი გორისთვის და საქართველოსთვის. ანანიაშვილმა მხარდამჭერესბს მადლობაც გადაუხადა. 

,,პირველ რიგში განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ამომრჩეველს,ვინც მხარი დაგვიჭირა მიუხედავად იმ არსებული უპრეცედენტო და უღირსი ზეწოლის,დაშინების და მოსყიდვის ფონზე!

მადლობა ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს იმ ერთგულებისთვის და შრომისთვის,რაც წინასაარჩევნო პერიოდში ერთად გავწიეთ!

ძალიან ბევრი ახალი მაგარი ადამიანი შევიძინე

და დარწმუნებული ვარ აქტიურად გავაგრძელებთ ბრძოლას უკეთესი გორისთვის და საქართველოსთვის 

შედეგებთან დაკავშირებით!

მხოლოდ პერსონალურად,პიროვნულად!ლადო ხინჩეგაშვილს ვუსურვებ წარმატებებს“ - წერს ანანიაშვილი.

ცნობისთვის, კონსტანტინე ანანიაშვილს არჩევნებში მოსახლეობის 12,89% დაუჭირა მხარი, ვლადიმერ ხინჩეგასვილმა კი ხმების 52,89% მიიღო, ვასილ მახარასვილმა ხმების 31,64 % დააგროვა, ეთერ ჯალაღანიამ კი ხმების 2,57 % მიიღო. 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ