ქუთაისში, 47 წლის კოვიდინფიცირებული ქალი ტყუპების დედა გახდა



ქუთაისში, 47 წლის კოვიდინფიცირებული ქალი ტყუპების დედა გახდა

ქუთაისში, 47 წლის ქალი ტყუპის დედა გახდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში კლინიკა "ბომონდი" ავრცელებს.

,,47 წლის კოვიდდადებითი ქალბატონი ტყუპების დედა გახდა. ქალბატონი შვილს 10 წლის განმავლობაში ელოდა. ტყუპი ქალ-ვაჟი ქვეყანას „კლინიკა ბომონდში“, ფერიცვალების დღესასწაულზე, საკეისრო კვეთის გზით მოევლინა.

აღსანიშნავია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკაში 10 ახალშობილი დაიბადა. აქედან 7 ფიზიოლოგიურ, ხოლო 3 კოვიდსამეანო განყოფილებაში გაჩნდა.

დედებისა და ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.' - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ