დაბა სურამის 2400 აბონენტს წყალმომარაგება შეეზღუდა



დაბა სურამის 2400 აბონენტს წყალმომარაგება შეეზღუდა

ელექტროენერგიის გათიშვის გამო დაბა სურამს წყალმომარაგება შეეზღუდა. დღეს დილით, მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის გადამცემ ხაზზე დაფიქსირდა დაზიანება, შესაბამისად, წყლის სატუმბი სადგურიდან ვერ მოხერხდა რეზერვუარის შევსება, რის გამოც, დაბა სურამში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 2400 აბონენტს წყლის მიწოდება შეეზღუდა. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები მუშაობენ დაზიანების აღმოსაფხვრელად.

წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ არიციან ზუსტი დრო როდის აღდგება დაბა სურამში წყალმომარაგება.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ