გორში ერთი ტომარა ფქვილის ფასი 71-74 ლარამდე მერყეობს - ფასმა მოიმატა პურზეც



გორში ერთი ტომარა ფქვილის ფასი 71-74 ლარამდე მერყეობს - ფასმა მოიმატა პურზეც

გორში, მცირემეწარმეებმა პუზე ფასი 20 თეთრით გაზარდეს. ახლა უკვე ერთი პურის შესაძენად 1.20 ლარია საჭირო. გაიზარდა ფასი ფქვილზევ. კომპანია ,,კარმენში“ ერთი ტომარა ფქვილის ყიდვა 71 ლარადაა შესაძლებელი. ფქვილის ფასი გაცილებით მაღალია მაღაზიებში. 50 კგ ფქვილის შესაძენად აქ უკვე 74 ლარი დაგჭირდებათ. ერთ-ერთ ყველაზე დიდი ფქვილის მწარმოებელ საწარმოში ,,კარმენში“ ამბობენ, რომ რუსეთში ხორბლის გაძვირებაა მიზეზი საქართველოში პურზე და ფქვილზე ფასის მატების.

,,ხოებლის ფასი ბოლო პერიოდში ყოველი კვირის განმავლობასი იცვლება რუსეთში. ნედლეული იქიდან უფრო და უფრო გაზვირებული შემოდის. დაწესებულია მცურავი ბაჟი, ბოლო პერიოდში იმატებს ამის თანხა და ძალიან სასწაულად არის გაძვირებული ხორბალი, რომ იტყვიან ასეთი მდგომარეობა არცერთ წელს არ ყოფილა“ - აცხადებს ,,კარმენის“ დირექტორი ზაზა ჯაფარიძე.

 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ