შიდა ქართლში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 311 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 936 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 354 276
- გამოჯანმრთელებულია - 340 328
- გარდაცვლილია - 5 060
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 10 442, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 5 216, PCR ტესტით - 5 226
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,98%, ბოლო 14 დღის - 2,61%, ბოლო 7 დღის - 2,3%
- კარანტინის რეჟიმში - 34
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 175
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 596
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 311 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 192 შემთხვევა, აჭარა - 34, იმერეთი - 13, ქვემო ქართლი - 26, შიდა ქართლი - 6, გურია - 0, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 12, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 176 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 160 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,8 მილიონზე მეტი.