ავტოსაგზაო შემთხვევა ტანას ხეობაში - არიან დაშავებულები



ავტოსაგზაო შემთხვევა ტანას ხეობაში - არიან დაშავებულები

 

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ატენის ხეობაში. მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთ-ერთის, ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამხედრო ჰოსპიტალის, ინტენსიური მოვლისა და ანესთეზიოლოგიის განყოფილების უფროსის ზურაბ ნადირაშვილის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მართვის სუნთქვაზე ჰყავთ და ინტენსიური თერაპია უტარდება.

,,ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. პაციენტს აღენიშნება თავის ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა სისხლჩაქცევებით, აგრეთვე ფიქსირდება მრავლობითი კონტუზიური უბნები და ქალას ძვლების მრავლობითი მოტეხილობა. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, უტარდება ინტენსიური თერაპია“, - ამბობს ზურაბ ნადირაშვილი

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით რომელიც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ