შავშვებთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა



შავშვებთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

საავტომობილო მაგისტრალის გორი-იგოეთის მონაკვეთზე, გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ექიმების თქმით, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება. ორივე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ შავშვებთან გუშინ მოხდა, ქორწილის კორტეჟის ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, ავტომობილში მყოფი ერთი პირი, 18 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულთაგან ერთი, რომელიც კლინიკაში კრიტიკული მდგომარეობით შეიყვანეს, გუშინ, 9 ოქტომბერს გარდაიცვალა. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ