სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ფეხის არეში მიღებული ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს
ლაგოდეხის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ფეხის არეში მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, სამართალდამცველი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც იარაღიდან შემთხვევით გასროლით თვითდაზიანება მიიყენა.
55 წლამდე მამაკაცი ლაგოდეხის კლინიკა "კელაპტარშია“ გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.