უკრაინელმა სამხედროებმა რუსი გენერალ-ლეიტენანტი მოკლეს
უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის 49-ე გაერთიანებული არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი იაკოვ რეზანცევი მოკლეს. ინფორმაციას უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო ავრცელებს.
"ჩვენმა სამხედროებმა კიდევ ერთი გენერალი გაანადგურეს. ამჯერად ჯოჯოხეთში წავიდა გენერალ-ლეიტენანტი იაკოვ რეზანცევი.
ცნობილია, რომ სამხრეთ სამხედრო ოლქის 49-ე გაერთიანებული არმია სტავროპოლშია განლაგებული. იაკოვი მისი მეთაური 2020 წლის აგვისტოში გახდა. იბრძოდა სირიაში.
როგორც ამბობენ, დედამიწა მინისაა. ჩვენ შურს ვიძიებთ ყველა უკრაინელის გამო, ვინც მტრისგან დაზარალდა", - წერს გონჩარენკო.