მკვლელობა გორის მუნიციპალიტეტში - 70 წლამდე ქალმა 30 წლამდე კაცი, სარწყავი წყლის გამო მოკლა



მკვლელობა გორის მუნიციპალიტეტში - 70 წლამდე ქალმა 30 წლამდე კაცი, სარწყავი წყლის გამო მოკლა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში 70 წლამდე ქალმა თანასოფლელი მოკლა.  ამის შესახებ ტვ მონიტორინგს ინფორმაცია, ადგილობრივებმა მიაწოდეს. როგორც ირკვევა, 30 წლამდე ასაკის მამაკაცსა და თანასოფლელ ხანდაზმულ ქალს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოება ჩხუბში გადაიზარდა. მეზობლების თქმით, სარწყავ წყალთან დაკავშირებით ჩხუბის დროს, ასაკოვანმა ქალმა მამაკაცს თავში ბეტონის ბოძი ჩაარტყა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.

 

როგორც ტვ მონიტორინგს შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, ბრალდებული დაკავებულა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ