შიდა ქართლი ეპიდაფეთქების ზღვარზე - რეგიონში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დადებითობის და ინტენსიური საწოლების დაკავების საგანგაშო მაჩვენებელი გამოვლინდა



შიდა ქართლი ეპიდაფეთქების ზღვარზე - რეგიონში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დადებითობის და ინტენსიური საწოლების დაკავების საგანგაშო მაჩვენებელი გამოვლინდა

ახალი კორონავირუსისა და ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებისთვის შექმნილ პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 7 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებლის კუთხით შიდა ქართლი მეორე ადგილზეა. რეგიონის ბოლო ერთი კვირის დადებითობის მაჩვენებელი 14.1 %-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ შიდა ქართლში ჩატარებულ კოვიდტესტებზე პროცენტულობით ბევრი დადებითი შემთხვევა გამოვლინდა.

გარდა ამისა ოფიციალური მონაცემებით რეგიონი ინტესიური საწოლების დაკავების კუთხით პირველ ადგილზეა და 7 დღის მონაცემების მიხედვით მაჩვენებელმა  - 72 % შეადგინა. 

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ყველაზე მაღალი დადებითობის მაჩვენებელი კახეთში გამოვლინდა და 21.8% შეადგინა. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში - 7.1%.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე შიდა ქართლში 35 785 შემთხვევა გამოვლინდა. სულ საქართველოში კორონავირუსის 692 240 შემთხვევაა დადასტურებული.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ