გორში, ავტობუსის გაჩერებასთან მამაკაცი გარდაიცვალა



გორში, ავტობუსის გაჩერებასთან მამაკაცი გარდაიცვალა

გორში, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებაზე შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს, რომლებიც ტვ მონიტორიგთან საუბრისას ამბობენ, რომ 50 წლამდე მამაკაცი გულის შეტევის შედეგად  გარდაიცვალა. შემთხვევა ვერხვების დასახლებაში მოხდა.

,,სამსახურში მიდიოდა, ავტობუსს ელოდებოდა. მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. სავარაუდოდ ნაბახუსევზე იყო და გულმა ვერ გაუძლო. აქვე ცხოვრობდა შარტავს ქუჩაზე.“ - ამბობს თვითმხილველი.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები. ფაქტზე  გამოძიება სსკ-ს 116 მუხლით დაწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ