ნანგრევებში ბავშვები არიან მოყოლილი, მათგან ერთი ჩვილია - ვლადიმერ მგალობლიშვილი



ნანგრევებში ბავშვები არიან მოყოლილი, მათგან ერთი ჩვილია - ვლადიმერ მგალობლიშვილი

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი აცხადებს, რომ ნანგრევებში ამ დრომდე მყოფ ადამიანთა შორის რამდენიმე ბავშვია, მათ შორის ერთი ჩვილია. 

"ერთი მცირეწლოვანი ბავშვია ნანგრევებში, ჩვილიც შეიძლება იყოს. ერთის მშობელი გარეთ იმყოფება.

რა რესურსიც კი აჭარასა და ჩვენს მეზობელ რეგიონებში არსებობს, ყველაფერს ვიყენებთ. მე მჯერა, რომ უახლოეს ხანებში, ბავშვთან, რომელიც კონტაქტურია, მაშველები შეაღწევენ. ბავშვი, რომელიც კონტაქტზე გამოდიოდა, სავარაუდოდ მარტო არ იმყოფება ნანგრევებში. 

ეს კორპუსი ჩემთან ახლოს არის და შემიძლია ვთქვა, რომ ის ნამდვილად არ არის ავარიული და წარმოდგენა არ მაქვს რამ გამოიწვია მისი ნგრევა. აქ, ბუნებრივ აირთან დაკავშირებით, ნამდვილად მიმდინარეობდა სამუშაოები,"- განაცხადა  ვლადიმერ მგალობლიშვილმა. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ