,,ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტის ცემის ფაქტს კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ეხმაურება
დღეს, 2021 წლის 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გაშუქებისას
16:00 საათამდე დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ჟურნალისტებს და ოპერატორებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა
თავისუფლად შეესრულებინათ მათი პროფესიული მოვალეობა. მათ შორის, მმართველი პარტიის წარმომადგენლები
აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მათ “აქტივისტებს” “ზონდერებს”
“დეზინფორმატორებსა” და “ოპოზიციის წარმომადგენლებს” უწოდებდნენ.
ტელეკომპანია „პირველი" - https://cutt.ly/SRZCyeb
ტელეკომპანია „ფორმულა" - https://cutt.ly/XRZChLe
ტელეკომპანია „TV პირველი" - https://cutt.ly/RRZV8h6
ტელეკომპანია „TV პირველი" - shorturl.at/asyO4
ტელეკომპანია „ფორმულა" - shorturl.at/auLS5
ტელეკომპანია „მთავარი არხი" - shorturl.at/kqE38
ტელეკომპანია „მთავარი არხი" - shorturl.at/kEFHX
ონლაინ გამოცემა "On.ge" - shorturl.at/atyKO
ტელეკომპანია „TV 25" - shorturl.at/qHTX2
ონლაინ გამოცემა „New Press" - shorturl.at/eyFX5
ასევე ქარელის მუნიციპალიტეტში, მეორე საარჩევნო უბანთან “TV მონიტორინგის”
ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა.
shorturl.at/cdxOX “TV მონიტორინგის” დირექტორის ინფორმაციით, პარტიამ
თავისი წარმომადგენელი გაიწვია საარჩევნო უბნიდან.
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ საარჩევნო
სუბიექტებს და მათ წარმომადგენლებს დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა და არ შეუშალონ ხელი
ჟურნალისტებს და ოპერატორებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.
მივმართავთ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შეწყვიტონ სიტყვიერი თავდასხმები და აგრესიის წახალისება ჟურნალისტების მიმართ.
მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის შემთხვევებზე.
მედიაორგანიზაციებს და ჟურნალისტებს არჩევნების დღეს როგორც ფოტო-ვიდეო გადაღების წესების, ისე სხვა საარჩევნო პროცედურების თაობაზე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზი ნომერზე
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის / Media Advocacy Coalition 555 795 776 ტელეკომპანია „TV 25"