გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 26 იანვარს ელექტროენერგიის
მიწოდება 12:00-დან 14:30 საათამდე შეუწყდებათ აბონენტებს გორის
მუნიციპალიტეტის სოფლებში სკრა, ბეთლემი, რიეთი, კოშკები, გორიჯვარი,
ბერბუკის კოტეჯები. 14:00-დან 15:30 საათამდე - აბონენტებს გორში შინდისის
გმირების გამზირზე, შინდისის გზატკეცილზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება
ჩვეულ რეჟიმში აღდგება.