გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 იანვარს ელექტროენერგიის
მიწოდება 12:00-დან 13:30 საათამდე შეუწყდებათ აბონენტებს გორის
მუნიციპალიტეტის სოფელ ტანისხიდში. 12:00-დან 19:00 საათამდე - აბონენტებს კასპის რაიონის სოფლებში ახალციხე, ნოსტე,
ზემო ჩოჩეთი, მეფისქალაქი, გოსტიბე, ცხავერი, მთიულთუბანი, ჩოჩეთი 13:00-დან
13:15 საათამდე - აბონენტებს სოფლებში თვაურები, ლამისყანა, ხვითი. 15:30-დან 16:30 საათამდე - აბონენტებს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში
ძლევიჯვარი, ბრეთის მეურნეობა, ბრეთი, სასირეთი, რუისი, საღოლაშენი, საქაშეთი,
დირბი, ბებნისის მეურნეობა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება
ჩვეულ რეჟიმში აღდგება.