ბოლო ერთ წელიწადში შიდა ქართლის რეგიონში სოციალური დახმარების მიმღებთა რიცხვი 2 246 ოჯახით გაიზარდა



ბოლო ერთ წელიწადში  შიდა ქართლის რეგიონში სოციალური დახმარების მიმღებთა რიცხვი 2 246 ოჯახით გაიზარდა

ბოლო ერთ წელიწადში შიდა ქართლის რეგიონში, სოციალური დახმარების მიმღებთა რიცხვი 2 246 ოჯახით გაიზარდა. 2020 წლის ოქტობერში შიდა ქართლში საარსებო შემწეობას 12 943 ოჯახი იღებდა, ეს რიცხვი 2021 წლის იმავე თვის მონაცემების მიხედვით გაიზარდა და ჯამში 15 189 ოჯახი მოიცვა. 

რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის ერთი წლის განმავლობაში სოციალური დახმარება ყველაზე მეტ ოჯახს გორის მუნიციპალიტეტში დაენიშნა. მონაცემების მიხედვით 2021 წლის ოქტომბერში წინა წლის ოქტომბერთან შედარებით საარსებო შემწეობას 1 008 ოჯახით მეტი იღებს. სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მონაცემებით,  აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ჯამში  სოციალურ დაუცველთა რიცხვი 6 644 შეადგენს.

ერთი წლის განმავლობაში ქარელის მუნიციპალიტეტში სოცალური შემწეობა 494 ოჯახს დაენიშნა და ჯამში 2 828 შეადგინა.

რაც შეეხება ხაშურის მუნიციპალიტეტს აქ სოციალურ დახმარებას ჯამში  3 089 ოჯახი იღებს. ბოლო ერთ წელში ხაშურში 442 ოჯახი დაკმაყოფილდა საარსებო შემწეობის დახმარებით. 

შიდა ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის 2020 წლის ოქტომრიდან 2021 წლის ოქტომბრამდე ყველაზე ნაკლები სოციალური დაუცველის სტატუსი ოჯახებმა  კასპის მუნიციპალიტეტში მიიღეს. სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მონაცემებით ამ რიცხვმა 302 შეადგინა. ჯამში კასპის მუნიციპალიტეტში უიდურეს სიღატაკეში 2 628 ოჯახი ცხოვრობს. 

 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ