5 ივლისს ძალადობაში ბრალდებულ კიდევ 2 პირს პატიმრობა მიესაჯა



5 ივლისს ძალადობაში ბრალდებულ კიდევ 2 პირს პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ძალადობის ფაქტებში ბრალდებულ კიდევ ორ დაკავებულს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ვანო ბურდულსა და დავით ქოჩიაშვილს ბრალად ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სხვა მოქალაქის დევნა ედებათ.

სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დაკავებულების 7 000 და 2 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ