პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს
დღეიდან, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს,
- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ დანამატი გაიცემა კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი აცრის გაკეთების შემდეგ.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში მწვანე პასპორტები 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება.
პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიან ვალიდურობის PCR-ტესტი
ან 24-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 1 204-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 005 229 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 755 046 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 693 129, გარდაიცვალა 10 509 პაციენტი.