საქართველოში მწვანე პასპორტები 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება



საქართველოში მწვანე პასპორტები 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება

აქართველოში მწვანე პასპორტები 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება.

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა განმარტა, ვინ მიიღებს მწვანე პასპორტს.

„პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიან

ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან გადატანილი აქვს

კორონავირუსი. აქვე მინდა განმარტება გავაკეთო, რომ იყო მოსაზრება კოვიდგადატანილებზე ყოფილიყო

6-თვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს რეკომენდაცია მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი

წინადადება. ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი“, - განმარტა პრემიერმა.

მისივე თქმით, მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვისა და

ტურისტებისთვის. ღარიბაშვილის თქმით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტზე შესვლას მხოლოდ

მწვანე პასპორტის წარდგენისას შეძლებენ, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე გავრცელდება და არა იქ მომუშავე ადამიანებზე.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ