კასპის სარებულოს შენობაზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერები გამოფინეს
კასპის მუნიციპალიტეტის სარებულოს შენობაზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერები გამოფინეს. ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ ნონიაშვილმა გამოაქვეყნა. თავისუფლება მიშას! რეჟიმი უნდა დაემხოს! - ამ წარწერებით ,,ენმ“-ს წევრები ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს აპროტესტებენ.
,,ეს არის პროტესტი იმ აღვირახსნელობის მიმართ, რასაც ,,ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში აკეთებს. მე მხარდაჭერა გამოვუცხადე მიხეილ სააკაშვილს, რომლის მიმართაც სახელმწიფო უკანონო ქმედებებს ჩადის. ჩემი პირადი შეფასეება, რომ დღეს სახელმწიფოს რეჟიმი მართავს რომელიც უნდა დაემხოს. ისე შევედი საკრებულოს შენობაში, ავედი მესამე სართულზე და გადმოვფინე ბანერები რომ ამის შესახებ ვერავინ გაიგო." - ნუგზარ ნონიაშვილი.