გორის გარდა საკრებულოს წევრის წიგნებს სხვა მუნიციპალიტეტებიც ყიდულობენ



გორის გარდა საკრებულოს წევრის წიგნებს სხვა მუნიციპალიტეტებიც ყიდულობენ

გორის მერიის გარდა, გიორგი სოსიაშვილის მიერ დაწერილ მონოგრაფიასამაჩაბლოს ისტორიასხვა მუნიციპალიტეტებმაც შეიძინეს. როგორც გორის უნივერსიტეტის რექტორი ამბობს, წიგნები მცირე ტირაჟით გამოიცა და მას არ აქვს კომერციული ხასიათი. სოსიაშვილის განცხადებით, წიგნებს ერთ-ერთი მაღაზია ყიდის და ერთეულის ფასი 50 ლარით განისაზღვრა.  გორის მერიას კი  30 წიგნის შესყიდვა აქვს გადაწყვეტილი და მასში 1500 ლარს გადაიხდის.

,,ჩემი წიგნები შეიძინეს საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში. მათ შორის აჭარაში, თიანეთში, სამეგრელოში და კახეთში. ასევე ჩვენმა კულტურის აიპებმა გამოთქვეს წიგნების შეძენის სურვილი, რადგან სასაჩუქრეთ უნდოდათ. წიგნების ყიდვა უნდათ სკოლებსაც. გორის მერია თუ არ ვცდები 30 წიგნს ყიდულობს. ჩვენ დავაფუძნეთ სამაჩაბლოს ისტორიის ფონდი და ამ წიგნებით შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება სტიპენდიებს და მოხდება სხვა და სხვა აქტივობების დაფინანსება, როგორიც არის ახალგაზრდების კონფერენცია და ..  ამას არ აქვს კომერციული მიზანი. ამ წინგების შეძენის სურვილი ყველა აქვს, მაგრამ მცირე ტირაჟით არის გამოცემული“-გვითხრა გიორგი სოსიაშვილმა.

ცნობისთვის, 664 გვერდიანი მონოგრაფია გასულ წელს ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა და ოკუპირებული ტერიტორიების, დიდი ლიახვის ხეობის ისტორიას მოიცავს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ