შიდა ქართლში კომპანიის 10 თანამშრომელი 200-ლარიან დახმარებას მოტყუებით დაეუფლა



შიდა ქართლში კომპანიის 10 თანამშრომელი 200-ლარიან დახმარებას მოტყუებით დაეუფლა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, შიდა ქართშლი, ერთ-ერთი კომპანიის 10 თანამშრომელი ყალბი დოკუმენტების გამოყენებით სახელმწიფოს 200-ლარიან კომპენსაციას მოტყუებით დაეუფლა.

"შიდა ქართლის ტერიტორიაზე მოქმედი კომპანიის ხელმძღვანელმა, მასთან დასაქმებულ თანამშრომლებთან წინასწარი შეთანხმებით, შემოსავლების სამსახურში წარადგინა საშემოსავლო გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები, რომლის თანახმად, პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, საწარმოში დასაქმებული პირები თითქოსდა არ ახორციელებდნენ საქმიანობას და აღნიშნულის გათვალისწინებით, მოითხოვეს საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული 200 ლარიანი კომპენსაციები", - წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიებით დადგინა, რომ აღნიშნული საწარმოში დასაქმებული პირები ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებდნენ საქმიანობას.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლების მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ