,,პოლიციელი = მონას'' - გორის პოლიციის წინ ,,გირჩი მეტი თავისუფლების“ აქცია გაიმართა



,,პოლიციელი = მონას'' - გორის პოლიციის წინ ,,გირჩი მეტი თავისუფლების“ აქცია გაიმართა

,,გირჩი მეტი თავისუფლების“  წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გორის პოლიციის შენობის წინ აქცია გამართეს.

შეკრებილები იმ ადამიანების დაკავებას აპროტესტებენ, რომლებიც დღეს დილით აქციის გამართვისთვის დააკავეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პოლიციელები ერთი კონკრეტული პარტიის, ,,ქართული ოცნების“ ლიდერების  დაკვეთებს ასრულებენ.  

მათ გორის შს სამმართველოს შენობასთან პლაკატები მიიტანეზ, რაზეც ,,პოლიციელი = მონას'' ეწერა.

სამოქალაქო აქტივისტები და ,,გირჩი მეტი თავისუფლების“  წევრები პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მალევე გაიყვანეს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ