გორის და კასპის მუნიციპალიტეტებში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი გამოავლინეს.
აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია კასპის,
მცხეთისა და გორის მუნიციპალიტეტებში, მდინარეების - მტკვრისა და ლიახვის კალაპოტებში.
კასპის მუნიციპალიტეტში გამოვლენილია 4 სამართალდარღვევა. მოქალაქეების მიერ, ელექტროშოკური აპარატების
და ანკესზე გამობმული სახლართი ბადის გამოყენებით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტში, ჯამში, უკანონოდ მოპოვებულია
19 კგ ხრამულას სახეობის თევზი. 5 სამართალდარღვევაა გამოვლენილი გორის მუნიციპალიტეტში. მოქალაქეები, ქალაქ გორის,
ასევე სოფლების - სკრისა და ორთაშენის მიმდებარედ, უკანონო თევზჭერას ანკესზე გამობმული სახლართი ბადეების
გამოყენებით ახდენდნენ. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის მიმდებარედ კი, მოქალაქეებმა ელექტროშოკური
აპარატისა და გასაბერი ნავის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს 1,5 კგ ხრამულას სახეობის თევზი.
აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ შესაბამისი ოქმები შეადგინეს.